5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:03:50

თებერვლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასების ზრდა გაგრძელდა

By: Admin
2021-02-17 12:44:18
204

თებერვლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასების ზრდა გაგრძელდა, - ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.

მათივე ინფორმაციით, Brent ტიპის ნავთობმა ერთი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა $60-ს. აღნიშნულ ზრდას ხელს უწყობს ვაქცინებით გამოწვეული ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები, მსხვილი სტიმულირების პაკეტები და ნავთობმწარმოებლების მხრიდან შემცირებული მიწოდება.

„ბევრი ანალიტიკოსი 2021 წელს ნავთობის ფასების ზრდის გაგრძელებას მოელის, ზოგი მათგანი კი ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს.

ოქროს ფასები თებერვლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 15 თებერვლის მდგომარეობით ტროის უნციაზე ოქროს ფასმა $ 1,819 შეადგინა, რაც იანვრის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით დაბალია (-1.6%)“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share