5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
00:53:43

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

By: Admin
2021-01-22 10:41:07
204

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან.

ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი აცხადებს.

„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევრის შემოსავლები და კეთილდღეობა, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. პანდემიამ კი ეს სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ევროკავშირი და FAO ერთად ვმუშაობთ ფერმერთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, რისთვისაც მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ხარჯეფექტიან სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ვაცნობთ. ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო ნაკვეთებს ვქმნით და ექსტენციის უფრო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს ვნერგავთ. შედეგად, ჩვენმა არაერთმა ბენეფიციარმა წარმოება 40%-ით გაზარდა, ხოლო ხარჯები 30%-ით შეამცირა. ახალ ცოდნას და ტექნოლოგიებს ფერმერები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებენ, რაც პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია," – ამბობს  ჟორჟ დეუ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share