3 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:42:51

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2021-01-18 13:45:36
204

2021 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 550 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.540 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share