5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:23:06

დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა

By: Admin
2021-01-15 14:22:25
204

2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა.

გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share