ვალუტის კურსი
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ ტესტი მოქალაქეებისთვის უფასო, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების გატესტვისთვის ობიექტები თანხას თავად გადაიხდიან.
ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ ხელმძღვანელმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
„სავაჭრო ცენტრების გახსნა არ მოხდება 1-ელ თებერვლამდე, რაც ნამდვილად ვიცით, თუმცა 1-ელ თებერვალს რა იქნება, მაგას დრო გვაჩვენებს. რაც შეეხება გახსნის წინაპირობებს, აქ ერთადერთი დამატებითი საკითხი რაც შემოიტანეს ე.წ სავაჭრო სივრცეებში არსებული თანამშრომლების ტესტირების საკითხია. მოუხედავად იმისა, რომ დღეს კოვიდ ტესტი მოსახლეობისთვის არის უფასო, ჩვენ როგორც სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები უნდა გავტესტოთ და ჩვენ უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share