ვალუტის კურსი
„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციები 12.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა.
ამის შესახებ Galt &Taggart-ის კვირის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
„საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 12.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.08% წინა კვირასთან შედარებით და +6.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.00 – 12.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 30 ათასი აქცია შეადგინა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share