2 °C თბილისი, საქართველო | 2021-01-28  
02:00:28

„ოპეკი +“-ის ქვეყნები თებერვლისა და მარტისთვის ნავთობის მოპოვების მოცულებებზე შეთანხმდნენ

By: Admin
2021-01-07 12:40:58
204

„ოპეკი +“-ის ქვეყნები თებერვლისა და მარტისთვის ნავთობის მოპოვების მოცულებებზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

„ოპეკი +"-ის ქვეყნები და მასში არ შემავალი ქვეყნები შეთანხმდნენ თებერვალსა და მარტში ნავთობის მოპოვების პარამეტრებზე. რუსეთი თებერვლის თვეში გაზრდის ნავთობის მოპოვებას 65 ათასი ბარელით დღე/ღამეში, ყაზახეთი - 10 ათასი ბარელით დღე/ღამეში, "ოპეკი +"-ის ქვეყნების მიერ საერთო ჯამური შეზღუდვა 2021 წლის იანვრის თვეში შეადგენს 7,2 მილიონ ბარელს დღე/ღამეში, თებერვალსა და მარტში 7,125 მილიონ ბარელს დღე/ღამეში.

შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი შემცირება 2021 წლის თებერლისა და მარტის თვეებშიც გაგრძელდება. ამავე დროს, ცალკე პირობები იქნა შეთანხმებული ყაზახეთისა და რუსეთისათვის, ამ პერიოდში ნავთობის მოპოვების თანდათანობითი ზრდის გათვალისწინებით." - განაცხადეს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share