3 °C თბილისი, საქართველო | 2021-01-28  
03:14:31

გაიხსნება თუ არა 16 იანვრიდან მოლები - თამარ გაბუნიას განცხადება

By: Admin
2021-01-05 12:55:25
204

„ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსდა 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ძალაში რჩება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 16 იანვრიდან მოლების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ინფიცირების შემთხვევების მატება.

„ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსდა 16-ის შემდეგ, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ძალაში რჩება, თუმცა ჩვენ უნდა გავიაროთ მანამდე ორი კვირა და ეს ორი კვირა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან გამოვლინდება თუკი 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შემსუბუქების პერიოდში გამოიწვია თუ არა მატება. თუ იგივე კრიტიკულ რაოდენობას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, საბჭო დამატებით იმსჯელებს მექანიზმებზე, რომელიც 16 იანვრის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გაბუნია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share