3 °C თბილისი, საქართველო | 2021-01-28  
04:11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

By: Admin
2020-12-30 16:50:14
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საქართველოს ეროვნულ პარკებში ვიზიტორთა ცენტრები არ იმუშავებს.

"საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ პარკებში არ იმუშავებს ვიზიტორთა ცენტრები; დაკეტილი იქნება შემდეგი დაცული ტერიტორიები: მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე.

3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, შეჩერებული იქნება ყველა ეკოტურისტული სერვისით სარგებლობა, მათ შორის: ტურისტული კოტეჯების გაქირავება, კარვების გაქირავება, საწყალოსნო სერვისები, „თოკების პარკი“.

ლაშქრობისა და ბუნებაში დასვენების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებში რეგისტრაციის წინასწარ, ონლაინ რეჟიმში გავლით, ტელეფონის ან შესაბამისი ეროვნული პარკის Facebook გვერდის საშუალებით. მოგზაურობისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!", - აღნიშნულია განცხადებაში.

(NS)

Share