22.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-09-19  
23:50:41

მაჭავარიანი - რკინიგზის პრივატიზაციის საკითხზე შეიძლება დაფიქრება

By: Admin
2020-07-27 17:18:06
204

„რკინიგზის პრივატიზაციის საკითხზე შეიძლება დაფიქრება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცუდი არაფერია იმაში, თუ რაღაცას კერძო კომპანია მართავს.

„იყო საუბარი იმაზე, რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია თუ არა და სტრატეგიულია თუ არა. ჩვენს ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი - ყველა მოეწოდება კერძო კომპანიის მიერ. ამ მიმართულებით შეიძლება ფიქრი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share