2 °C თბილისი, საქართველო | 2021-01-17  
09:35:26

„ვითიბი ბანკი“ პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

 ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა.

სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი  პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა, რის შედეგადაც მის 13,000-ზე მეტ პრობლემურ მომხმარებელს, დავალიანება  სრულად გაუუქმდება. დავალიანების ძირი თანხა 7.7 მილიონი ლარია, რაც პროგრამაში მონაწილე სესხების ჯამური პორტფელის 0.5%-ს შეადგენს.

„ვითიბი ბანკი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკრედიტების პოლიტიკას, შესაბამისად, ბანკის წილი გაუქმებული სესხების მთლიან პორტფელში საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 0.5%-ს. მიუხედავად ამისა ჩვენ  ვთვლით, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. პროგრამაში მონაწილე პირების სიები დაზუსტებული და გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე vali.ge - განაცხადა ვითიბი ბანკის რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა.

 

 

(R)

Share