10 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-27  
17:52:56

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას ეხმიანება

By: Admin
2020-11-20 14:53:46
204

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას ეხმიანება.

BAG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას.

„აქვე,  ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ მწვავე გამოწვევებს, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ  საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,

  1. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;
  2. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share