8 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-27  
18:50:59

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

20 ნოემბრის  მონაცემებით:

•             სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  172,000-ზე მეტ ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

•             აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად,  5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს. 

•             აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება.

•             მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 369 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 22  მლნ ლარი.

•             შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

•             აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე  ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო 

სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის  135  ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა. 

(NS)

Share