8 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-27  
19:09:34

„თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის მძღოლებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად სპეციალურ აქციებს სთავაზობს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დედაქალაქშიც მოსალოდნელია თოვლი.

ტემპერატურის კლებასთან ერთად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოცურებით ან საჭის ვერ დამორჩილებით. ამიტომ მნიშვნელოვანია შეამოწმოთ რამდენად მზად არის თქვენი ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის. „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის შემოწმებას სრულიად უფასოდ გთავაზობთ, რაც მოიცავს  საბურავების, აკუმულატორის, ანტიფრიზის და სავალი ნაწილის შემოწმების სერვისს.

„თეგეტა მოტორსში“ შეგიძლიათ შეიძინოთ ანტიფრიზი 7 ლარიდან, ზამთრის საბურავები და აკუმულატორები 69 ლარიდან. ასევე, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით Pirelli-ს ბრენდის საბურავებზე, BEX და MACpower-ის აკუმულატორებზე. ნებისმიერი სხვა ბრენდების საბურავების, აკუმულატორების, ანტიფრიზების და სხვა პროდუქციის შეძენისას თქვენ მიიღებთ გაორმაგებულ 40%-მდე ქეშ ბექს „თეგეტა ქარდზე“.

თუ საავტომობილო პროდუქტების ონლაინ შეძენა გსურთ, ეწვიეთ ვებ გვერდ tegetashop.ge-ს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საბურავები, აკუმულატორები, ძრავის ზეთები და სხვა პროდუქტები 25%-იანი ფასდაკლებით და მიიღოთ თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოამზადეთ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის, იმგზავრეთ მშვიდად და კომფორტულად!

(R)

Share