10 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-27  
17:37:58

„ოპეკი +“-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება 103%-ით შეასრულეს

By: Admin
2020-11-14 12:07:55
204

„ოპეკი +“-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება 103%-ით შეასრულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთან კავშირი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში "ოპეკი +"-ის გარიგების მონაწილე ქვეყნებმა  40 ათასი ბარელით/დღე-ღამეში შეამცირეს ნავთობის მოპოვება აგვისტოს თვესთან შედარებით და ამ მაჩვენებელმა შეადგინა 34,11 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. შედეგად ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება შესრულდა 103%-ით, ისევე როგორც სექტემბრის თვეში. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ნოემბრის თვის ანგარიშში.

„რეალურად მოპოვება შემცირებულ იქნა ოპეკის 10 ქვეყნის ხარჯზე, რომლებიც მონაწილეობენ გარიგებაში, ოქტომბერში ისინი მოიპოვებდნენ 21,51 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. აღნიშნულმა მონაწილე ქვეყნებმა შეთანხმება 106%-ით შეასრულეს.

არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, მაგალითად მოპოვება შეამცირა 240 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 2,42 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, 129%-ით შეასრულა რა მასზე დაკისრებული ვალდებულება.

ქვეყნებმა, რომლებიც არ შედიან ოპეკში, ოქტომბერში შეთანხმების პირობები მხოლოდ 97%-ით შეასრულეს“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

Share