8 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-27  
18:50:34

საუდის არაბეთი ნავთობის ფასის დაცემის გამო 27 მლრდ დოლარს დაკარგავს

By: Admin
2020-11-13 11:13:26
204

საუდის არაბეთი ნავთობის ფასის დაცემის გამო 27 მლრდ დოლარს დაკარგავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამმედ ბენ სალმანმა განაცხადა,რომ ბიუჯეტში დაგეგმილი 513 მლრდ რიალის ნაცვლად, 2020 წლის შედეგებით, რეალური სანავთობო შემოსავალი შეადგენს მხოლოდ 410 მილიარდ რიალს.

პრინცმა აღნიშნა, რომ მოცემულ სიტუაციას შესაძლოა შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს, ვინაიდან შემოსავლის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს სახელმწიფო მოხელეთათვის ხელფასების გადახდას, რომელსაც ესაჭიროება 504 მლრდ რიალი.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share