3 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-28  
23:20:17

სასტუმრო „შერატონში" ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

სასტუმრო „შერატონში" იტალიური ბრენდის - ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini)  ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობის პარტნიორია თიბისი.

ტონინო ლამბორგინი იტალიური წარმომავლობის საერთაშორისო ბრენდია, რომლის პორტფოლიო სხვადასხვა ქვეყანაში ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიები, რესტორნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სხვა.

 ბრენდის პრემიუმ კლასის პირველი კაფე-კიოსკი თბილისში უკვე ფუნქციონირებს. ტონინო ლამბორგინის პრემიუმ კლასის იტალიური ყავა საქართველოში 50-მდე ობიექტშია წარმოდგენილი, მათ შორის სასტუმროებში - „შერატონი", „ამბასადორი", „სევსამორა", ასევე სხვადასხვა რესტორნისა და საკვები ობიექტის ქსელებში.

=ეტაპობრივად დაგეგმილია საქართველოში უახლოეს მომავალში Tonino Lamborghin-ის დამატებით პრემიუმ კლასის 5 კიოსკის, რესტორნის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა.

ბრენდის ხშირი მომხმარებლებისთვის Tonino Lamborghin Club Member ბარათიც შეიქმნა, რომლითაც ბრენდის ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური პირობები მოქმედებს.  

(R)

Share