18 °C თბილისი, საქართველო | 2020-10-20  
04:20:49

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

By: Admin
2020-10-16 12:31:01
204

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში შესულია პენსიების ზრდის საკითხიც. 

"დღეს გვაქვს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც განვიხილავთ 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსას. ყველა სოციალური დანაპირები რაც ერთი წლის განმავლობაში იყო, გათვალისწინებულია ბიუჯეტში. პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის იქნება გაზრდილი, ხელფასები ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მასწავლებლებისთვის იზრდება", - განაცხადა კოვზანაძემ.

Share