18 °C თბილისი, საქართველო | 2020-10-20  
04:12:56

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

By: Admin
2020-10-07 11:07:36
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე -  55 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ბოლო 3 თვის მანძილზე,  ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად,  ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში 300 კბ.მ ხის მასალა ჩამოერთვა. 

(NS)

Share