23 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
19:18:57

თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა მიმართა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სხდომის გახსნის ღონისძიებაში ის ვიდეომიმართვით ჩაერთო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„მივესალმები  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს და  საქართველოს მთავრობას. ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების  აღმოსაჩენის საშუალებას“, - აღნიშნა ანტონიო გუტიერესმა.

ამასთან, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მიმდინარე ღონისძიება   მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს,

15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს   მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში  უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

 

(NS)

Share