24 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
18:41:49

საქსტატი -II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 044.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 4.4 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი, გაიზარდა 9.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

„2020 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 34.9 ლარით და 1 108.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს“, - ვკითხულობთ კვლევაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share