23 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
19:50:27

2020 წლის II კვარტალში კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share