24 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
18:18:34

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2.5 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-09-15 13:02:31
204

2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში.

„საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);

⦁ მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით)“, - ვკითხულობთ კვლევაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share