23 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
19:13:41

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღეიდან ქვეყანაში შემოსასვლელად კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

By: Admin
2020-09-15 10:29:01
204

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღეიდან ქვეყანაში შემოსასვლელად კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეებმა 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინონ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ ეტაპზე ხუთი ქვეყნისთვისაა გახსნილი. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

„აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ნაცვალგების ქვეყნის მოქალაქეა, ხვალიდან საქართველოში შეძლებს საზღვრის კვეთას კარანტინის გარეშე, თუკი წარმოადგენს 72 საათის ვალიდურობის მქონე პისიარტესტს“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share