25 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
17:53:25

თბილისში პირველად გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „State and IT Eurasian Forum“

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

2020 წლის 15 სექტემბერს, 18:00 საათზე თბილისში სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum".

ფორუმი ორგანიზებულია აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast" ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.

ფორუმი თავს მოუყრის IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს,  „Think Tank"-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.

 

(NS)

Share