35 °C თბილისი, საქართველო | 2020-08-09  
16:23:07

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 265 საავადმყოფო ფუნქციონირებდა

By: Admin
2020-08-03 13:27:50
204

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 265 საავადმყოფო, 17.5 ათასი საწოლთა ფონდით (2018 წელს 16.0 ათასი).

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2018 წელსაც - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 179.5 დღე (2018 წელს - 187.2 დღე).

ამასთანავე, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 280 ერთეული შეადგინა.

აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 9.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share