34 °C თბილისი, საქართველო | 2020-08-09  
15:58:35

ProductTank Tbilisi - ის შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi - ის შეხვედრას თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ღია სივრცეში, 2020 წლის 31 ივლისს, 20:00 საათზე.

ProductTank ყოველთვიური შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებენ.

ProductTank Tbilisi - ის ოფლაინ შეხვედრის მომხსენებლები არიან:

  • მარიამ კოპაძე, Silknet - სილქნეტი-ის კომერციული დირექტორის მოადგილე,
    ისაუბრებს ახალ პროდუქტებსა და Silknet-ის სხვა სიახლეებზე.
  • თეა ტურაშვილი, Silknet - სილქნეტი-ის ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელი, მოგვიყვება მათი ახალი ციფრული პროდუქტის - ინტერნეტ მშობლის შესახებ, რომელიც იცავს ბავშვებს ინტერნეტ საფრთხეებისგან.
  • გიორგი ჩუგოშვილი, Phubber App-ის თანადამფუძნებელი, სასაუბრო თემა -  „დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი”
  • ლადი გაბუნია, Echolize-ის თანადამფუძნებელი, ოპერაციული ხელმძღვანელი და პროდუქტის მენეჯერი, ისაუბრებს ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმაზე Echolize და Product Market Fit-ის შესახებ.

პროგრამა:

19:00 - იოგის სესია ARYA YOGA-სგან

20:00 – ნეთვორქინგი

20:30 - ProductTank მოხსენებები

21:30 - ავთერფართი, მუსიკა 303 hz„

შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული. ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, თუმცა უსაფრთოხების რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ასი დამსწრეს მასპინძლობაა შესაძლებელი, გთხოვთ თქვენი დასწრება დაადასტუროთ (RSVP/Attending):
https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/272225423/

ProductTank Tbilisi - ის  პარტნიორები არიან Silknet - სილქნეტიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauniთბილისის მერია / Tbilisi City Hallთბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy, მუსიკის სკოლა 303 Hz და ARYA YOGA.

 

(NS)

Share