34 °C თბილისი, საქართველო | 2020-08-09  
15:36:39

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების აქტს მხარი დაუჭირა

By: Admin
2020-07-27 17:12:55
204

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების აქტს მხარი დაუჭირა. აქტს მხარი დაუჭირა 224 კანონმდებელმა, ხოლო 189 წინააღმდეგი იყო.

აღნიშნულ კანონპროექტს ამჟამად სენატის კენჭისყრა ესაჭიროება.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ.

ამასთანავე, დახმარების 15% შესააძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა არ გაუმჯობესდა, არ შემცირდება კორუფციის დონე და არ განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share