24 °C თბილისი, საქართველო | 2020-06-06  
22:26:26

მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ

By: Admin
2020-05-22 13:37:24
204

მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კრედიტისა და პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა, და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ეხმარება.

ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით“, - განაცხადა პრემიერმა.

Share