27 °C თბილისი, საქართველო | 2020-06-06  
20:45:24

მარტში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდულად, 5.8% - ით შემცირდა

By: Admin
2020-05-14 13:34:48
204

მარტში, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდულად, 5.8% -ით შემცირდა. ამის მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობა სახელდება.

ეკონომიკის ვარდნამ ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა მას შემდეგ, რაც 1997 წლიდან ყოველწლიურად მონაცემების აღრიცხვა დაიწყეს.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტი ამ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში წინა კვარტალთან შედარებით 2% -ით დაეცა, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ.

აპრილისა და მაისის მონაცემები, სავარაუდოდ, გაცილებით უარესი იქნება, რადგან ბრიტანეთის მაღაზიები, ბარები, რესტორნები, თეატრები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები დახურული იყო.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share