10 °C თბილისი, საქართველო | 2020-04-04  
23:36:11

ნათია თურნავა - მალაიზიასთან ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობასა და ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას ხელს შევუწყობთ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს.

მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენს მსგავსად, სურვილი აქვთ ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

. დელეგაციას მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრებს მოვუყევით, რომ განათლება არის ჩვენი მაღალი რანგის პრიორიტეტი - 2022 წლიდან ჩვენი მშპ - ს 6 პროცენტი დაიხარჯება სწორედ განათლების რეფორმასა და განათლების სექტორში, ასევე ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც არსებობს პროფესიული განათლების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ჩვენს უნივერსიტეტებს, წარმართონ სტუდენტური გაცვლის პროგრამები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის შესახებაც ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ისაუბრა, ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობა და ორივე ქვეყანაში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება იყო.

(NS)

Share