33 °C თბილისი, საქართველო | 2020-08-09  
14:50:43

ეროვნული ბაკის ყოფილი დირექტორი - არ არსებობს რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული ქვეყანა

By: Admin
2020-07-27 17:17:08
204

„არ არსებობს ოლიგარქიაში ან/და რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული არც ერთი ქვეყანა. არც ერთი!!!“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ უნდა გვახსოვდეს ქვეყნები, რომლებიც არსებული რესურსებით ან რესურსების გარეშე გამდიდრდნენ.

„ყველა სიკეთესთან ერთად სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს რესურსებით და რესურსების გარეშე გამდიდრებული ქვეყნები.

მაგრამ არ არსებობს ოლიგარქიაში ან/და რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული არც ერთი ქვეყანა. არც ერთი!!!

სხვა სიტყვებით, არსებული რეალობა უკეთეს შემთხვევაში სიღარიბის 100% - იანი გარანტიაა“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

Share