11 °C თბილისი, საქართველო | 2020-02-23  
18:16:24

„თიბისი“ დაზღვევისა და „ლივოს" ერთობლივი აქცია

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„თიბისი“ დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა - „ლივო" მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ.

დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ.

რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ:

- მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება

- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება

- ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება

- ხანძარი და აფეთქება

-  სტიქიური მოვლენები

- ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა

- ვანდალიზმი

- გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც

„თიბისი“ დაზღვევის და „ლივოს" ერთობლივი აქცია 20 მარტამდე გაგრძელდება.

(R)

Share