11 °C თბილისი, საქართველო | 2020-02-23  
17:59:25

გარანტ მოტორსი - ევროპული სტანდარტების მქონე ავოსერვისი

By: Admin
2020-02-13 15:19:58
204

გარანტ მოტორსი თანამედროვე ავტო სერვისია ქართულ ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სერვისს ხელმისაწვდომ ფასად, რაც კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობას დღითი დღე უფრო ზრდის. ავტო სერვისში შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა მომსახურების მიღება და თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება რაც კი შეიძლება დასჭირდეს თქვენს მანქანას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
ფარების გასწორება
ტექისპექტირების კანონის გააქტიურების შემდეგ, ფარების გასწორება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი გახდა. თუმცა მისი ხარისხიანად გაკეთება მხოლოდ ტექინსპექტირების გასავლელად არ არის საჭირო, არამედ თქვენი და შემხვედრი მძღოლების უსაფრთხოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ღამით სიარულის დროს გქონდეთ კარგი ხილვადობა და თვალებში არ მიანათოთ შუქი სხვა მძღოლებს, ძალიან მნიშვნელოვანია ფარების გასწორება პროფესიონალებს მიანდოთ.
ძრავის შეკეთება
ძრავი მანქანის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუ მას რაიმე პრობლემა შეექმნა დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ავტო სერვისს, რათა უფრო არ გართულდეს სიტუაცია და არ გაგეზარდოთ ხარჯები. გარანტ მოტორსში ძრავის პრობლემის დიაგნოსტიკა და მისი შეკეთება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ხორციელდება.
სათუნუქე სამუშაოები

ავტომობილის ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში  ჩვენი ხელოსნები უზრუნველყოფენ მისი პირვანდელი იერსახის დაბრუნებას. ამისათვის საჭიროა შედუღებითი და შეღებვითი სამუშაოების ჩატარება.

სავალი ნაწილების შეკეთება

ავტომობილის მდგრადობა განპირობებულია მისი დაკიდების სისტემით. გადაადგილებისას მანქანის სავალ ნაწილებს დიდი დატვირთვა აქვთ, ამიტომ მათი შეკეთება ყველაზე ხშირად არის ხოლმე საჭირო. ჩვენი ხელოსნები სავალ ნაწილებთან დაკავშირებულ ნებისმიერი ტიპის პრობლემას მოგიგვარებენ.
ავტოსერვისების სრული სიის სანახავად ეწვიეთ Garant Motors-ის საიტს. 

Share