9 °C თბილისი, საქართველო | 2020-02-23  
19:18:12

საქართველო „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" კვლევაში მე-18 ადგილზეა

By: Admin
2020-02-12 14:28:42
204

EuCham-ის  კვლევის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" მიხედვით, საქართველო 70 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. კვლევა სულ 46 ევროპულ ქვეყანას მოიცავდა.

EuCham-ის მონაცემებით, პირველ სამ ადგილს დანიაა, შვედეთი და ნორვეგია იკავებენ.  კვლევის მიხედვით, ბოლო ადგილზეა უკრაინა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველო მე-16 ადილს იკავებდა.

 

 

Share