23 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
19:40:06

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის მოდელის რისკის მართვის დებულების პროექტს აქვეყნებს

By: Admin
2020-07-27 17:16:54
204

 „მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ითვალისწინებს ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას, გამოწვევებს და მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას.

„საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება სულ უფრო ფართო სახეს იღებს მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნული ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილების ხარისხსაც,  თუმცა ამავე დროს  თან ახლავს სპეციფიკური რისკები.  მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება ქართულ საფინანსო სექტორშიც იზრდება. მათი ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება.

დებულების მიზანია მოდელის რისკის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და რისკების ეფექტურად მართვის ხელშეწყობა.

მოდელის რისკის მართვის დებულება განსაზღვრავს მოდელის აგების, ვალიდაციისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები მოდელის მართვასთან დაკავშირებით. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება, მისი დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის.

მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ითვალისწინებს დღეს, ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას და გამოწვევებს,  და მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას“, - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Share