12 °C თბილისი, საქართველო | 2020-02-23  
16:46:44

ნათია თურნავა საქართველოს ენერგეტიკის კვირეულს გახსნის

By: Admin
2020-01-27 18:28:52
204

მსოფლიოს 15 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომელსაც 28 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გახსნის. 

საქართველოს ენერგეტიკის კვირეულის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება.

საქართველოს ენერგეტიკის კვირეული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია. მასში მონაწილეობას მიიღებენ  ისეთი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Total Eren (საფრანგეთი), Acciona Energia (ესპანეთი), NBT AS (ნორვეგია), Çalık Enerji (თურქეთი), Masdar (UAE), Scatec Solar (ნორვეგია), Grupo Cobra (ესპანეთი) , GS E&C (კორეა) და სხვ.

კვირეულის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.  

ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network", რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში. კომპანია ეწევა ენერგეტიკის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს განვითარებადი ბაზრებისთვის.

Share