29 °C თბილისი, საქართველო | 2020-07-09  
12:19:51

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი დიცის მოსახლეობას შეხვდნენ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი დიცის მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.  

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელი დიცის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სარწყავი   და სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო. 

მათივე ინფორმაციით, სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა.  

დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება  მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი. 

შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ დიცში გამავალი საირიგაციო არხიდან წყლის მიღების მიზნით ადგილი ჰქონდა არხის დაზიანებების ფაქტებს, რამაც შეაფერხა სოფლის წყლით მომარაგების პროცესი.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ აუცილებელია დაწესდეს სარწყავი წყლით სარგებლობის გრაფიკი, იმისათვის, რომ წყლის დებეტის სიმცირემ   არ შეაფერხოს  სარწყავი წყლის მოხმარება სისტემის სამოქმედო არეალში.  
უახლოეს დღეებში შპს “საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი შეხვდება სოფელ დიცის მოსახლეობას საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხების დამატებით განხილვის მიზნით.

საირიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ:  1501

(NS) 

Share